“მოუარეთ, გაუფრთხილდით, მოეფერეთ, გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე მშობლებს” – ზვიად კვაჭანტირაძის ემოციური პოსტი

უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავისი ოჯახის სევდიანი ისტორია და ოჯახის წევრების ფოტო გამოაქვეყნა.12443025_443812975814093_1562445130_n
“კვირა პლუსი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მონატრება… სრულიად შემთხვევით გადავეყარე ამ ფოტოს ეს წუთია. მიყვარს ეს ფოტო. დაქექილი. ბეწვზე გადარჩენილი. დეკემბერიც მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მშობლები სწორედ წინასაახალწლო დღეებში დავკარგე, ამ სიყვარულშიც დეკემბრის მიმართ ბზარი გამიჩნდა… ამ ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ, სულ მცირეწლოვანი დედაჩემი, ბიძაჩემი და დეიდაჩემი არიან გამოსახულები. არცერთი აღარაა ჩვენთან…. წავიდნენ და ჩვენც გავაცილეთ ოდესღაც ისევ შეხვედრის იმედებით… “გადაუარა ბალახმა საფლავს სიცოცხლის წერტილს… შენ ჩემთვის როგორ აღარ ხარ, მე აღარა ვარ შენთვის”… მოუარეთ, გაუფრთხილდით, მოეფერეთ, გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე მშობლებს. მათ ადგილს ვერავინ ვერასდროს ვერ დაიკავებს და გახსოვდეთ ეს ამბავი”.

კომენტარები

სხვა სიახლეები