მოსწავლის წერილი გიორგი კეკელიძეს და განრისხებული პედაგოგები

ფეისბუქ მომხმარებელი ქეთი მოლაშვილი სკოლებში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს:
“მოკლედ, არ შეიძლება ასეთ ამბებზე არ დავწერო!
არ შემიძლია!
რამდენიმე წლის წინ, მოხდა ასეთი შემთხვევა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ ერთი სკოლიდან, ერთმა კარგმა გოგომ, Anano Atabegashvili-მა
ეროვნულ ბიბლიოთეკას მისწერა, წიგნები არ გვაქვს ბიბლიოთეკაში და იქნებ დაგვეხმაროთო.
გიორგი ჩავიდა და დაეხმრა,
მაშინ ანანო ატირეს მასწავლებლებმა,
როგორ გაბედე და მისწერე გიორგი კეკელიძეს, რომ წიგნები არ გვქონდაო.
მწარედ მახსოვს ეს შემთხვევა.
დღეს გიორგი კეკელიძემ ბულაჩაურის სკოლაში ჩაიტანა წიგნები, რადგან ერთმა კარგმა გოგომ,
ნატო ჭანუყვაძე-მ მიწერა გიორგის, წიგნების კითხვა მიყვარს, არ გვაქვს ბიბლიოთეკაში, იქნებ დაგვეხმაროო.
გიორგი მართლაც დაეხმარა, მაგრამ რა მოხდა იცით?
ისევ იგივე შემთხვევა,
მასწავლებლებს უჩხუბიათ ნატოსთვის.
როგორც კლასელები ამბობდნენ, სახლში რომ მიდიოდა ნატო, არაფერს ამბობდა, მაგრამ ეტირებოდაო.
ისევ ახალგაზრდები გაბრაზებულან,
ჩვენი ინიციატივებისთვის რატომ უნდა გვეჩხუბებოდნენ მასწავლებლებიო.
რადგან წიგნები სურდა სკოლისთვის და თურმე ცუდ ტონად ითვლება ვინმეს რომ სთხოვ წიგნის კითხვა მინდა და იქნებ დამეხმარო, ამის გულისთვის,
რატომ უნდა დაიჩაგროსო.
მხოლოდ ორი შემთხვევა ვიცი, ორი სკოლა, ორი გოგო, რომელთაც გიორგიმ წიგნები ჩაუტანა და ორივე ტირილით დასრულდა,
დანარჩენი რაც არ ვიცი თავად მიხვდით.
მოკედ, გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze საოცარ საქმეს აკეთებ, როცა სოფლებსა და ახალგაზრდა თაობას წიგნებით ამარაგებ.
მაგრამ,
მაგრამ რა ვუშველოთ მასწავლებილების მხრიდან ბავშვებზე ძალადობას?
ჰო სწორედ ფსიქოლოგიური ძალადობაა ამგვარი ქმედება.
ზეწოლა, რომ როგორ გაბედა სკოლის მოსწავლემ და ყველას უთხრა რა უბადრული ბიბლიოთეკა აქვთ.
როგორ გაბედა და უთხრა, რომ არასაკმარისი წიგნები აქვთ და იჩაგრებიან მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნის კითხვა უნდათ.
როდის უნდა გავიგოთ,
რომ მსგავსი მოქცევა მოსწავლეებთან არ შეიძლება და პირიქით,
წამახალისებელი უნდა იყოს მსგავსი აქტივობები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიხეილ ჩხენკელი ვფიქრობ უნდა დაინტერესდეთ მსგავსი ფაქტებით.
ბულაჩაურის საჯარო სკოლა გვსმენია სხვადასხვა პროექტებს რომ აკეთებთ ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ისიც ხომ უნდა იცოდეთ, რომ ინიციატივები არ ისჯება, პირიქით, ასეთები უნდა გეამაყებოდეთ. იქნებ დირექტორმა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ ასეთი ახალგაზრდები კი არ უნდა ტიროდნენ, უნდა გვიხაროდეს.
საქართველოს სახალხო დამცველი Nino Lomjaria არ ვიცი ზუსტად რითი ინტერესდება სახალხო დამცველის აპარატი, მაგრამ ნუთუ არ უნდა დაიცვათ დაჩაგრული და წიგნის მოთხოვნისთვის ატირებული მოსწავლეები?
პირველი შემთხვევის დროს,
გავჩუმდი,
არაფერი დავწერე.
ახლა უკვე ზედმეტია გაჩუმება,
თუ გაჩუმდები და არ იტყვი, რომ დიახ, ზუსტად წიგნის მოთხოვნის გამო, სკოლაში მოსწავლეებს ატირებენ,
თუ არ აღიკვეთა მსგავსი ქედებები,
მეტი სკოლის მოსწავლე დაგვეჩაგრება უგუნური მასწავლებლების ხელში!
პ.ს. დღეს ანანო ათაბეგაშვილი წარმატებული სტუდენტი, გოგო და ადამიანია!
ნატო ბიბილაშვილი კი მეამაყება, რომ ასეთი გოგოა და რომ იცოდე ნატო, სწორედ თქვენ ცვლით მომავალს, ნუ შეუშინდები დაბრკოლებებს,
გაიხსენე წიგნები, რომელნიც გასწავლიან, როგორ გადალახო წინაღობები.
საჯაროდ მიხარიხარ და ვამაყობ შენით”.!

კომენტარები

სხვა სიახლეები