მორაგბე გიორგი ლომინაძეს და მის მეუღლეს დახმარება სჭირდებათ

21 ივნისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, ისინი რამდენიმე ოპერაციას საჭიროებენ.
21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდნენ მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები. კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე მიღებული ტრავმების გამო დასავლეთ საქართველოს რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები