მონასტერში 8 წლის გატარების შემდეგ ქალი პორნომსახიობი გახდა

კოლუმბიელი იუდი პინედა რვა წლის შემდეგ, რომელიც მონასტერში გაატარა, გადაწყვიტა პორნომსახიობის კარიერა გაეკეთებინა. ამის შესახებ გამოცემა Mirror იუწყება.
გოგონა მონასტერში ათი წლის ასაკში იმ გაკვეთილის შემდეგ აღმოჩნდა, რომელიც სკოლაში მონაზვნებმა ჩაუტარეს. მონასტერში რვა წლის გატარების შემდეგ, მას ღვთისმეტყველების პედაგოგი შეუყვარდა და მონასტრიდან წასვლა გადაწყვიტა.
ამის შემდეგ იუდი მედელიენში გადავიდა საცხოვრებლად. ის კომპანია Nestle-ში მუშაობდა, ამ დროს კი ხუან ბუსტოსს შეხვდა, რომელიც ზრდასრულებისთვის განკუთვნილი თავისი საიტისთვის ვებკამ-მოდელებს ეძებდა.
გოგონამ კასტინგი გაიარა და ის სამუშაოდ აიყვანეს.
როგორც იუდი ამბობს, მისი სულიერი მამა ცდილობდა პორნომსახიობის კარიერაზე უარი ეთქვა, მაგრამ მან მისი მოწოდება დააიგნორა. ის მიიჩნევს, რომ მისი სამუშაო „ღირსეული და არტისტულია“ და ასევე განაგრძობს ეკლესიაში სიარულს ყოველ პარასკევს და უქმეებზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები