“მოვიკითხავ ნათელა დეიდას გურჯაანიდან” – ტრამპის პირდაპირ ჩართვაზე ქართველების კომენტარები

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა, სადაც ირანის მიერ აშშ-ის ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“ფეისბუქლაივის” დროს კი, ქართველებმა ბევრი სახალისო კომენტარი დაწერეს.

იხილეთ კომენტარები:

1. “გენა, ფონოგრამა, ვიწყებთ!”
2. NBAvotezazapachulia
3. ჩვენ რომ ირან–ამერიკის ამბები გვაინტერესებს, ისე თვითონ არ აინტერესებთ.
4. ამდენს აქ ვინც წერთ, აქციებზე გეარათ.
5. მიჰაჰამოდი.
6. დამალაპარაკე მაამაა.
7. არა ომს, დიდება ღომს.
8. მალე რა იქნება, თორე წავედი გავაგრძელე ბუნკერის თხრა.
9. ჯოკერი ხო არ გინდათ?
10. ატუზე.
11. გიყურებთ მთელი ოჯახით.
12. მიშა დაამატოს ლაივში რა.
13. ომი კი არა, ანაბრები დააბრუნეთ!
14 ქართული კომენტარები უფრო მეტი როა.
15. ხმალი ალესეთ, შტატელებოო, ხმააალი ალესეეთ.
16. მოვიკითხავ ნათელა დეიდას სოფელ გურჯაანში.
17. ბარემ აქ ხართ და ქირავდება ბინა ნახალოვკაში, მეტროსთან ახლოს.
18. ინგლისური არ ვიცი და რატო ვუყურებ ამ ლაივს აზრზე არა ვარ.
19. ირანული დაზვერვა მარტივად მიხვდება, ვის უფრო უნდა ირანის განადგურება მის მახლობლად.
20. არ შევე@ი ტრამპს? კომენტარები უფრო საინტერესოა”, – წერდნენ კომენტარებში.

rampis

კომენტარები

სხვა სიახლეები