“მოვა დრო, როცა ისინი თქვენთან აღარ იქნებიან” – რას წერდა ინდირა ზარანდია “ფეისბუქში”

13 მაისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილმა ინდირა ზარანდიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე ხნით ადრე სატირიკოსის ჯორჯ კარლინის სიტყვები გამოაქვეყნა.

“პარადოქსია ჩვენს დროში, რომ გვაქვს უფრო მაღალი შენობები, მაგრამ ვართ ნაკლებად ტოლერანტულები, გვაქვს უფრო ფართო გზები, მაგრამ ვიწრო თვალთახედვა.
ვხარჯავთ მეტს, ვიღებთ ნაკლებს, ვყიდულებთ მეტს, გვიხარია ნაკლებად. გვაქვს უფრო დიდი სახლები, მაგრამ უფრო პატარა ოჯახები, ვართ უკეთესად კეთილმოწყობილები, მაგრამ გვაქვს ნაკლები დრო. გვაქვს უფრო მეტი ცოდნა, მაგრამ ვართ ნაკლებად გონიერები, გვყავს მეტი ექსპერტი, მაგრამ გვაქვს მეტი პრობლემა, გვაქვს უკეთესი მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა.
ვსვამთ ძალიან ბევრს, ვეწევით ძალიან ბევრს, დროს დაუფიქრებლად ვხარჯავთ, ვიცინით ძალიან ცოტას, ავტომობილებს ვმართავთ ძალიან სწრაფად, ვბრაზდებით იოლად, დასაძინებლად ვწვებით ძალიან გვიან, ვიღვიძებთ ძალიან დაღლილები, ვკითხულობთ ძალიან ცოტას, ძალიან ბევრს ვუყურებთ ტელევიზორს და ვლოცულობთ ძალიან იშვითად. გავზარდეთ ჩვენი ქონება, მარამ შევამცირეთ ჩვენი ღირებულებები. ვლაპარაკობთ ძალიან ბევრს, გვიყვარს იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად.
ვისწავლეთ, როგორ ვიარსებოთ, მაგრამ არა როგორ ვიცხოვროთ. ჩვენ სიცოცხლეს ვამატებთ წლებს, მაგრამ არა წლებს – სიცოცხლეს. ჩვენ შევძელით მთვარეზე გაფრენა და უკან დაბრუნება, მაგრამ გვიჭირს ქუჩის გადაკვეთა და ახალი მეზობლის გაცნობა. ჩვენ დავიპყარით გარესამყარო, მაგრამ შინაგანი სამყარო ვერა.
ჩვენ ვაკეთებთ დიდ საქმეებს, მაგრამ არა უკეთესს საქმეებს. ჩვენ გავწმინდეთ ჰაერი, მაგრამ დავიბინძურეთ სული. ვწერთ მეტს, ვსწავლობთ ნაკლებს. ვგეგმავთ ბევრს, ვაღწევთ ნაკლებს. ვისწავლეთ მიტოვება და გამოქცევა, მაგრამ არა ლოდინი. ჩვენ ვქმნით მეტ კომპიუტერს, მაგრამ გვაქვს უფრო და უფრო ნაკლები კომუნიკაცია.
ეს არის დრო სწრაფი კვების და ცუდი მონელების, დიდი თანამდებობის მქონეების, მაგრამ ნაკლებად ღირსეულების. დღეს არის დრო სწრაფი მოგების და ნაკლები ურთიერთოების. დრო გაზრდილი შემოსავლებიი და განქორწინებების გაზრდილი რიცხვის. ლამაზი სახლების და განადგურებული ოჯახების.
ეს არის დრო მანძილის მალე დაფარვისა, სარეკლამო მორალისა, ერთღამიანი ურთიერთობებისა, ჭარბწონიანი სხეულების და ტაბლეტების, რომლებსაც მოვყავართ ხასიათზე, გვამშვიდებენ და გვკლავენ.
ეს არის დრო, როცა ტექნოლოგიას შეუძლია მოიტანოს ეს წერილი თქვენამდე, და დრო, როცა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მისი გაანალიზება, ან უბრალოდ დააჭიროთ ღილაკს “Delete”
დაიმახსოვრეთ,რომ უნდა გაატაროთ დრო მათთან ვინც გიყვართ, რადგან მოვა დრო, როცა ისინი თქვენთან აღარ იქნებიან. თბილად ჩაეხუტეთ მას და უთხარით, რომ გიყვართ – ეს ერთადერთი სიმდიდრეა, რომელიც ცენტიც არ დაგიჯდებათ. “

წყარო: http://w.dainteresdit.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები