მოდელი, რომელიც ყაზბეგის გამზირზე ჯიხურს შეეჯახა, საზოგადოებას მიმართავს

 “ნუ იქნებით ასეთი მატერიალისტები, არაადამიანები და ბოროტები”, – წერს მოდელი დიანა ოვანოვა.
მოდელს მიაჩნია, რომ მის ადგილას, შეიძლებოდა, ნებისმიერი სხვა ადამიანი აღმოჩენილიყო.
“მიხარია, რომ გადავრჩი და კარგად ვარ… რაც შეეხება კომენტარებს, რომელსაც ვკითხულობ, რომ პოტენციური მკვლელი ვარ, რატომ არ მოვკვდი, რატომ ვარ ცოცხალი, ამდენი რამის დაზიანებას, სჯობდა მომკვდარიყავი და ასე შემდეგ, ასეთ ადამიანებს მოგიწოდებთ: ნუ იქნებით ასეთი მატერიალისტები, არაადამიანები და ბოროტები, ჩემს ადგილას შეიძლებოდა ნებისმიერის შვილი, დედა ან და ყოფილიყო”, – წერს დიანა ოვანოვა.
18 წლის დიანა ოვანოვა მოდელის სტანდარტებში არ ჯდება, მაგრამ თავისი ბუნებრივი ფორმების წყალობით, ქართულ სამოდელო ბიზნესში ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს და ქართული ბომონდის თავშეყრის ადგილებშიც ხშირად ჩნდება. დიანა ოვანოვა უკრაინაში, ხარკოვში​ დაიბადა და თბილისში გაიზარდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები