მოდელების ცრემლები პოდიუმზე და პენელოპა კრუზი კარლ ლაგერფილდის ბოლო კოლექციის ჩვენებაზე (ვიდეო)

პარიზში შანელის ჩვენება გაიმართა. 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია შანელის გარდაცვლილი კრეატიული დირექტორის კარლ ლაგერფილდის უკანასკნელი ნამუშევარია შანელისთვის და პირველი შოუ ლეგენდარული დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ.
შანელის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებისთვის ლაგერფილდის პატივსაცემად გერმანული თოვლიანი სოფლის დეკორაციები მოაწყვეს.
ჩვენებაზე დიზაინერის ერთ-ერთი ფავორიტი მოდელი კარა დელევინი და ლაგერფილდის ბოლო მუზა მსახიობი პენელოპა კრუზიც გამოჩნდნენ. ჩვენებამ ცრემლების გარეშე ვერ ჩაიარა და მოდელებმა და დამსწრე საზოგადოებამ გარდაცვლილი დიზაინერის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები