მკვდარ ფილიპინურ ვეშაპს მუცელში 40 კილოგრამი პოლიეთილენი უპოვეს

ფილიპინების სანაპიროზე მკვდარი მამალი ვეშაპი გამოირიყა. მკვლევარებმა, სიკვდილის მიზეზის დასადგენად, კვლევა ჩაატარეს. მათ განმაცვიფრებელი შედეგი მიიღეს – ახალგაზრდა ვეშაპს მუცელში 40 კილო პოლიეთილენი – ძირითადად, პარკები ჰქონდა. მათი თქმით, სწორედ ეს გახდა ახალგაზრდა ვეშაპის სიკვდილის მიზეზი. მკვლევარებმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია განათავსეს. ერთ-ერთი მათგანი წერს, რომ მსგავსი რაოდენობის პარკი ვეშაპის მუცელში არასოდეს უპოვიათ.
ერთჯერადი პარკების გამოყენება სერიოზულ პრობლემად პლანეტისთვის, მათ შორის – აზიისთვის, დიდი ხანია, იქცა. 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ხუთი აზიური სახელმწიფო – ჩინეთი, ინდონეზია, ფილიპინები, ვიეტნამი და ტაილანდი პოლიეთილენის ნარჩენების იმ 60 %-ს ქმნის, რომელიც ოკეანეებში გროვდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები