მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სამხედრო აღრიცხვაზე დადგა (ფოტოები)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ უკრაინაში სამხედრო აღრიცხვაზე დადგა.

“გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე სვიატოშინის რაიონის სამხედრო კომისარიატში. კარგი ჯანმრთელობა, „ვარგისი სამხედრო სამსახურისთვის“, ასე რომ მზად ვარ იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა. დამხვდა ძალიან თბილი და ყურადღებიანი სამედიცინო პერსონალი, რომელიც არც თუ ძალიან კარგ პირობებში მუშაობს“, – წერს ექსპრეზიდენტი სოცქსელში.
Image may contain: 10 people, people smiling, people standingImage may contain: 1 person, sittingImage may contain: 1 person, shoes

კომენტარები

სხვა სიახლეები