მიტოვებულმა შვილებმა დედაზე შური მისი სიკვდილის შემდეგ იძიეს

კეტლინ დემჰლოუ მინესოტიდან 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან საკუთარ თავზე არცთუ ისე კარგი მოგონებები დაუტოვა ირგვლივ მყოფებს.
სიკვდილის შემდეგ, ქალბატონი „ტვიტერის“ ვარსკვლავი გახდა იმ უცნაური ნეკროლოგის გამო, რომელიც მისმა შვილებმა გამოაქვეყნეს. უცნაური ნეკროლოგის ფოტო ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ იყო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული. ტექსტიდან გასაგები ხდება, რომ 1957 წელს, კეტლინი გათხოვდა და ორი შვილი გააჩინა, ხუთი წლის შემდეგ კი, მაზლისგან ორსულად დარჩა და კალიფორნიაში მასთან ერთად გაიქცა. ამასთანავე, მან ორი შვილი- ჯინა და ჯეი მიატოვა, რომელიც მისმა მშობლებმა გაზარდეს. როგორც ირკვევა, მისმა შვილებმა ერთ-ერთ გაზეთში მის შესახებ ნეკროლოგი გამოაქვეყნეს, თუმცა მას, არცთუ ისე სასიამოვნო შინაარსი აქვს. „ის 2018 წლის 31 მაისს პრინგფილდში გარდაიცვალა და ახლა უმაღლესი სასამართლოს წინაშე წარსდგება. ჯინა და ჯეის ის არ მოენატრებათ, რადგან მიაჩნიათ, რომ მის გარეშე სამყარო უკეთესი გახდა.“

კომენტარები

სხვა სიახლეები