“მის ბაღდადი” ტარა ფარესი, პოპულარული ბლოგერი და მოდელი ტრაგიკულად მოკლეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში უცნობმა პირმა პოპულარული მოდელი და წლების წინ “მის ბაღდადი”-ის ტიტულის მფლობელი, ტარა ფარესი, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
22 წლის მოდელი, რომელსაც “ინსტაგრამზე”, დაახლოებით, სამი მილიონი გამომწერი ჰყავდა, საკუთარი ბლოგი ჰქონდა და ახალგაზრდებში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა.
ტარა ავტომობილში იმყოფებოდა, როდესაც მის გატაცებას უცნობი შეიარაღებული პირები შეეცადნენ. მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც თავდამსხმელმა გოგონას სახეში დაარტყა და შემდეგ ცეცხლი გაუხსნა.
ფარესს სასიკვდილო ჭრილობები თავისა და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, ტარა ფარესი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები