„მინდა, ფეხზე გავიარო და ვითამაშო“ – პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება (ვიდეო)

პატარა მარიამ გიორგაძეს, რომელსაც ბატონების შემდეგ ქვედა კიდურები გაეთიშა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
მარიამი საქართველოში 9 წელია გადის მკურნალობის კურსს, თუმცა, უშედეგოდ. გოგონას 2 უმძიმესი ოპერაცია და მკურნალობის კურსი ესაჭიროება.

„მარიამ გიორგაძეს, ბატონების შემდეგ, ქვედა კიდურები გაეთიშა. ხოლო მუდმივად მჯდომარეს, განუვითარდა უმძიმესი ფორმის სქოლიოზი. საქართველოში 9 წელია გადის მკურნალობის კურსს, თუმცა უშედეგოდ. მარიამს ესაჭიროება 2 უმძიმესი ოპერაცია და მკურნალობის კურსი. რომელიც უნდა ჩატარდეს თურქეთში. უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმარეთ. დიდი იმედი გვაქვს სახელმწიფოსი და ჩვენი ქართველი ხალხის, მივცეთ შანსი მარიამს, რომ გაიაროს და გაიზარდოს ჯანმრთელი, მარიამს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, რომელიც მოდის სქოლიოზიდან, ჩვენ ყველას ერთად და ერთობით, რითაც შეგვიძლია, დავდგეთ მარიამის გვერდით და დავეხმაროთ ამ პატარა ანგელოზს, დავუბრუნოთ ხალისიანი ბავშობა და ახდეს მარიამის უდიდესი ოცნება, რასაც ფეხზე გავლა ქვია. მარიამის მდგომარეობა არის გამწვავებული, დავუდგეთ დედას გვერდით, რომელიც იბრძვის შვილის დასახმარებლად, თითო ლარით თუნდაც, რომ ერთად გადავარჩინოთ ეს პატარა გოგონა, რომელიც დამჯდარი ათენებს ღამეებს და გაუსაძლისი ტკივილები ტანჯავს. მარიამს ესაჭიროება 35 ათასი დოლარი, რაც არაა პატარა თანხა, ამიტომ გავერთიანდეთ, გთხოვთ, და ჩვენი ჯგუფიდანაც შევეწიოთ პატარას, გააზიარეთ ჩემი პოსტიც, რაც ბევრი ნახავს, მით უკეთესია, იქნებ ვინმე გამოჩნდეს ვინც დაგვეხმარება.

ოჯახის რეკვიზიტებია:

TBCGE18TB7657445061100087

საქ ბანკი. GE06BG0000000100960145 მიმღები, დედა: ინგა ჭინჭარაული -1980-23-12)) ოჯახის საკონტაქტო ნომერი 593 43 87 48 ” -აცხადებენ მარიამის ოჯახის ახლობლები.

კომენტარები

სხვა სიახლეები