მილიარდერი ჯორჯ სოროსი „Facebook“-სა და „Google”-ს აკრიტიკებს

მილიარდერი ინვესტორი ჯორჯ სოროსი, ისეთ „მონოპოლურ“ კომპანიებს აკრიტიკებს, როგორიცაა „Google“ და „Facebook“ და აცხადებს, რომ ორივე კომპანია დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
ჯორჯ სოროსმა, რომელიც „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე“ იყო მიწვეული, განაცხადა, რომ სოციალური მედიის პლატფორმები „დაბრკოლებებს“ ქმნიანან, ასევე შეშფოთება გამოთქვა იმ სოციალური ქსელების მიმართ, რომლებიც ხალხზე სერიოზულ გავლენას ახდენენ.
სოროსის თქმით, სოციალური ქსელების დღეები დათვლილია, რადგან მათ წინააღმდეგ, საგადასახადო პოლიტიკა იცვლება და რეგულაციები მკაცრდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები