“მივხვდი, რომ რაღაც სისულელეს ვარ აყოლილი..რუსული ენა არ არის პუტინის ენა!” – გურამ შეროზია

ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში რუსული ენის მიმართ საქართველოში არსებულ დამოკიდებულებას ეხმაურება:
“ახლა რაღაც უნდა ვთქვა და ისტერიკებით არავინ შემოვარდეს.
რუსული ენა არ არის პუტინის ენა! ჩემთვის ეს არის დოსტოევსკის, ბულგაკოვის, ტოლსტოის, პუშკინის, ესენინის, ახმატოვას და ა.შ. ენა!
სად ეგდო ხუილო საერთოდ, ჩემი საყვარელი მწერალი რომ დოსტოევსკი იყო და ორიგინალში ვკითხულობდი, პუშკინის და ესენინის ლექსებს რომ ვსწავლობდი…
დღეს უკრაინულ რესტორანში, საკმაოდ აგრესიულად ვითხოვდი, ინგლისურად, ესპანურად, ან ქართულად მეკონტაქტეთ მეთქი და მერე მივხვდი, რომ რაღაც სისულელეს ვარ აყოლილი და მეც დამიცურდა კარგად!
კი ბატონო, რუსულად მენიუები ჩვენს ქვეყანაში და ვიღაცების უკანალში შეძრომა მარაზმია, ჩვენი ძმობის “სადღეგრძელოც” ქილერსის სცენიდან, რუსეთში კონცერტების გამართვა და მათი გართობა, თუ ბიუჯეტის შევსება და მრავალი სხვაც. მაგრამ ენის ნებაყოფლობითი ცოდნა და მისი გამოყენება – სრულიად მისაღებია.
რატომ ვიცით ყველაფერში ეს რადიკალიზმი? ამიხსნით ვინმე არგუმენტირებულად – ენა რა შუაშია იმ მარაზმთან, რასაც ხუილო ჩადის?” – წერს შეროზია.

კომენტარები

სხვა სიახლეები