მზესუმზირა ნიგვზის ნაცვლად, ქართულ რესტორნებში მომხმარებლებს ატყუებენ?

„კვირა +“-ს მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ერთ-ერთ რესტორანში ნიგვზიანი ბადრიჯანი შეუკვეთა, თუმცა ბადრიჯანში ნიგვზის ნაცვლად, მზესუმზირის შიგთავსი აღმოჩნდა.
მოქალაქე ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და მსგავს ფაქტებს სხვადასხვა რესტორნებში ხშირად აქვს ადგილი.
მზესუმზირის გამყიდველები „კვირა +“-თან საუბარში ადასტურებენ, რომ მათგან რესტორნებში მართლაც მიაქვთ დიდი ოდენობით მზესუმზირა.
„საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე“ მადონა კოიძე „კვირა +“-თან საუბარში ამბობს, ფაქტი მომხმარებლების უფლებების დარღვევა და შეცდომაში შეყვანაა. რაც მისი თქმით, ყოვლად დაუშვებელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები