“მზად ვართ, მეუფე ნიკოლოზს ვაჩუქოთ ბოლო მოდელი iPhone 12 Pro”

კომპანია iSTYLE მეუფე ნიკოლოზს, სურვილის შემთხვევაში, iPhone 12 Pro -ს აჩუქებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ,,ფეისბუქის,, გვერდზე გავრცელდა.

“ყურადღება
ვითვალისწინებთ მომხმარებლების, ანუ ,,ეფლის,, ფანების ინიციატივას. ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებით, მზად ვართ, მეუფე ნიკოლოზს ვაჩუქოთ ბოლო მოდელი iPhone 12 Pro – თუ, რა თქმა უნდა, სურვილი ექნება მეუფეს.
ჩვენი კომპანია აფასებს მეუფეს მხრიდან ბრენდის პოპულარიზაციასა და მოწონებას. შესაბამისად, ვთვლით, რომ უკეთესი ბოლო მოდელი აუცილებლად მოეწონება მეუფე ნიკოლოზს”.

კომენტარები

სხვა სიახლეები