,,მე შავი ბავშვები უნდა მყავდეს და ვიღაცამ ზანგი რომ დაუძახოს დავკლავ ადგილზე” – იუნა შაფათავა

ბელიაშვილზე მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ფოტო მოდელი იუნაშაფათავა ეხმაურება;
“შავებს რატომ სცემთ?
მე შავი ბავშვები უნდა მყავდეს და ვიღაცამ ზანგი რომ დაუძახოს გავხევ შუაზე, ვცემ კი არა, დავკლავ ადგილზე.
ამდენი საუკუნე ეს ხალხი დისკრიმინაციას ებრძვის და ახლა კანის ფერი არ მოსწონს გაეთრიეო…
რამდენი ქართველი აფუჭებს საზღვარგარეთ კლიმატს, შე ქართველო – აგინებენ????
ჩემთვის შავი= სუპერ მაგარს და ძლიერს.
ჯერ რა სიტყვას ეძახით ზანგი ტვინი რომ გაქვთ და ჟანგი ტვინში.
მელანინის მეტი რაოდენობა ორგანიზმში ჯობია თუ კუჭიდან გზადაკარგული ნაგავი რომ თავში ტვინს გიყავისფრებთ?
რა იციან ამ გონებრივად ჩამორჩენილებმა იარლიყების აკვრა… და თუ ჩხუბია, იჩხუბეთ პატიოსნად…..
დარბიან მერე ეს ბოზი გოჭები და ტირიან……მაგათნაირად ან სირბილი ისწავლეთ ან სიმღერა ან ცეკვა ან გამტანობა და მერე შეეჯიბრეთ….
აშოლტილი ბიჭი დგას და უვარჯიშებელი მუთაქა ექაჩება და მერე ჩივის თან – მცემაო….ასეთ მუთაქებს მეც კი მივბერტყავ, ივარჯიშეთ მეტი …
ყველანაირი დისკრიმინაცია რაღა საქართველოში იწყება? სირცხვილი! ამდენი ცისფერსისხლიანი საიდან? ირანელი, თურქი, ზანგი, რუსი, სომეხი – მაჩვენეთ, ვის ლოკავთ? რით ჯობია ქართველი დღეს სხვა ერს? ა რ ა ფ რ ი თ!
ჩვენი კულტურა და ქართველობა სხვადასხვა გზით გაგვექცა!!!”- წერს  შაფათავა”.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელიაშვილზე აფრიკელ  სტუდენტებს ქართველმა მამაკაცებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები