“მე პირადად პერსონა ნონგრატას ჩავურტყამდი-ქეთა თოფურიას ეთერში დასმით ცხადად ულოკონ დუნდულები რუსეთის ჩექმას”

“A-STUDIO”-ს ქართველ სოლისტს ქეთა თოფურიას საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, მუსიკალური პროექტების მონაწილე მარიამ პავლიაშვილი აკრიტიკებს. “VOICE”-ს, იგივე “ახალი ხმის” ყოფილი მონაწილე, ამავე პროექტის ჟიურის წევრად ქეთა თოფურიას ყოფნამ გააღიზიანა. გოგონა, რომელიც არც თუ ისე კარგი ვოკალითა და მუსიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში წერს, რომ სუპერ-პოპულარულ მომღერალ ქეთა თოფურიას არა თუ მწვრთნელად, ქვეყანაშიც არ შემოუშვებდა.
“ეჰ… რუსული, “შლაგერები” იქნება ულევი ემოცია დავიჯერო ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ დაილია წარმატებული ქართველი ადამიანები??? ქვეყანაში ისეთი დროა, აპოლიტიკური ვერ იქნება ვერც მომღერალი, ვერც დიდი და ვერც პატარა. არაფერი პირადული არავისთან, მშვენიერი გოგოა, უბრალოდ ძალიან მარტივად გააკეთა პოლიტიკური არჩევანი საკუთარი ჯიბის სასარგებლოდ (ვერ გაამტყუვნებ, თავის ნებაა) და არა თუ მწვრთნელად, ქვეყანაში არ შემოვუშვებდი საერთოდ! კიმე პირადად პერსონა ნონგრატას ჩავურტყამდი დევ ერთი ნიშანი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყანაში იმ ადამიანებს, რომლებიც აზრის და პროგრესის ლიდერებად უნდა გვევლინებოდნენ, ქეთა თოფურიას ეთერში დასმით შეფარულად კი არა ცხადად ულოკონ დუნდულები რუსეთის ჩექმას!! სირცხვილი!!!! თქვენი ძმების, მეგობრების, ნათესავების სისხლი ამაო ყოფილა! ეგრე გააგრძელეთ!!”- წერს ნაკლებად ცნობილი ვინმე პავლიაშვილი.
მუსიკალური პროექტი “ახალი ხმა” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ოქტომბრიდან გამოჩნდება. მისი ჟიურის წევრები ქეთა თოფურიასთან ერთად, მომღერლები ნუცა შანშიაშვილი, ანრი ჯოხაძე და ნოდიკო ტატიშვილი იქნებიან. პროექტის ახალი სეზონის ჩაწერები უკვე დაიწყო, შესაბამისად რუსეთში მოღვაწე მომღერალი ქეთა თოფურია უკვე საქართველოშია და ჩაწერებში მონაწილეობას იღებს. რაც შეეხება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მუსიკოს მარიამ პავლიაშვილს, ის ამჟამად ამერიკაში იმყოფება და როგორც ირკვევა, მუსიკალური კარიერის აწყობას ცდილობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები