“მე მხარს ვუჭერ ლგბტ თემის წარმომადგენლებს” – დეა ადამია

დეა ადამია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ რეალითიშოუდან – “ჯეობარი” გაიცნო, სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის დღესა და ლგბტ თემაზე წერს.
“დღეს თურმე ერიც და ბერიც ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს აღნიშნავს… თურმე ამ კუთხით საქართველოს საპატრიარქო მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება…
მიჩნდება კითხვა “ძლიერთა ამა ქვეყნისა მიმართ”: თუ დაფიქრებულხართ და ერთხელ მაინც გულში ღრმად ჩაგიხედიათ “ძლიერნო ამა ქვეყნისანო” რამ გამოიწვია ოდითგანვე სიწმინდითა და პატიოსნებით ცნობილ საქართველოში ამ დღის აღნიშვნა???
ერთხელ მაინც თუ მოგინანიებიათ, ის, რომ გაღატაკებული ნახევარი საქართველო ემიგრაციაშია… და აქ დარჩენილი ემიგრანტების ოჯახის წევრები სულს ღაფავენ და მათი მონობის ფასად გამოგზავნილი ფულით იკვებებიან…
ერთხელ მაინც თუ მოგინანიებიათ, რომ ეს უბედურება, სწორედ თქვენი გულქვაობის და გაუმაძღრობის გამო ხდება… და სწორედ ამან გამოიწვია საქართველოში ის უბედური “სენიც” რასაც ლგბტ ქვია…
ამ დღის აღნიშვნას ჯობია თავზე ნაცარი დაიყაროთ…
რომელი ოჯახის სიმტკიცის და სიწმინდის აღნიშვნის მორალური უფლება თქვენ გაქვთ???
სწორედ, რომ სიღატაკის ბრალია ქართულ ოჯახებში სიწმინდის და სიმტკიცის დარღვევა… ოჯახების დანგრევა… ცოლების ემიგრაციაში გაქცევა… ქმრების სახლში დარჩენა… დედმამის ყურადღებას მოკლებული ბავშვების გზიდან აცდენა!!!
სწორედ თქვენ დამართეთ ეს უბედურება, ბოლო 30 წელიწადი ქართულ ოჯახებს!!!
მე პირადად არ ავღნიშნავ ამ დღეს!!! ჩემთვის ეს დღე უფრო კაცობრიობის იმ ტკივილთან ასოცირდება სადაც კაცობრიობის გამრავლება წყდება!!!
სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს ლგბტ-ე თანამემამულეებს!
გული შემტკივა მათ მწარე ხვედრზე!”. – წერს ადამია.

კომენტარები

სხვა სიახლეები