“მე და გოგი გვახარიას საპატრიარქოში მისვლა გთხოვეს” – ნინია კაკაბაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ახლადარჩეული წევრი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, სადაც თითქოსდა ის და გოგი გვახარია პატრიარქთან იმყოფებიან. მან სურათს პოსტიც დაურთო, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მათ უწმინდესთან შესახვედრად საპატრიარქოში მისვლა სთხოვეს. თუმცა, როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ნინია კაკაბაძე ყოველივე ამაზე არასერიოზულად საუბრობს.
“მე და გოგის საპატრიარქოში მისვლა გთხოვეს უწმინდესთან შესახვედრად. საუბარმა ძალიან მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა. მიხარია, რომ პატრიარქი არ ჰგავს მისი მრევლის იმ წევრებს, რომელნიც ასეთი დაუნდობელნი არიან ჩვენს მიმართ. მან სიყვარულისკენ და შენდობისკენ მოგვიწოდა. გვითხრა რომ წყენას არა ატარებს და ჩვენც იგივეს გვთხოვს. რაც შეეხება კრიტიკას, თავად აღნიშნა, რომ კრიტიკა და შეცდომებზე საუბარი, მხოლოდ გააჯანსაღებს ეკლესიას და პირველ რიგში მათთვის არის აუცილებელი. ბედნიერი ვარ რომ ეს საუბარი შედგა.
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად მეგობრებო. გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღმერთი სიყვარულია”,-წერს ნინია კაკაბაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები