მეცნიერები: პირველი ტანსაცმელი საქართველოში გამოჩნდა

სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ტანსაცმლის გაჩენის თავდაპირველი მიზეზების დადგენა გადაწყვიტეს. როგორც აღმოჩნდა, ტანსაცმლის საჭიროება განპირობებული იყო, არამხოლოდ ცუდი ამინდში დაცვის სურვილით.

არქეოლოგებმა საქართველოში მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულში ფერადი ბოჭკოები იპოვეს, რამაც მეცნიერებს მისცა შესაძლებლობა დაესკვნათ, რომ ტანსაცმელი პირველყოფილი ადამიანებისთვის არა მხოლოდ სიცივისგან იცავდა, ან სიშიშვლის დაფარვის ფუნქციას ასრულებდა, არამედ გარკვეული დეკორაციაც იყო.

Geomigrant წერს, რომ აღნიშნული ბოჭკოები პლანეტაზე ყველაზე პირველი ბოჭკოებია, ამიტომ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პირველი ტანსაცმელი სწორედ საქართველოში გაჩნდა.

პირველყოფილი ადამიანები საკუთარი სხეულის გალამაზებას სხვადასხვა სიმბოლოებით ცდილობდნენ, თუმცა სიცივის დადგომასთან ერთად, ამ ფუნქციას უკვე გაფერადებული ტანსაცმელი ასრულებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები