მეცნიერების თქმით, ცუდი მეხსიერება მაღალი ინტელექტის ნიშანია

გონებაგაფანტულობა ჭკვიან ადამიანებში ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში შენიშნეს – ფილოსოფოსი თალესი ცაში ყურებით ისე გაერთო, დაავიწყდა წინ გაეხედა და ჭაში ჩავარდა. მსოფლიოს ერთ-ერთი უჭკვიანესი ადამიანი ალბერტ აინშტაინიც საკმაოდ გონებაგაფანტული გახლდათ.
ნეირომეცნიერები დიდი ხანია იკვლევენ ინტელექტის და ცუდი მეხსიერების კავშირის საკითხს. ახალი კვლევის თანახმად დადგინდა, რომ დავიწყება სწავლის უმთავრესი ნაწილია. ჩვენი მეხსიერების მიზანი ის კი არაა, რომ ფაქტები გაიხსენოს, არამედ დაგვეხმაროს ინტელექტუალური გადაწყვეტილებების მიღებაში და შეინახოს მხოლოდ ფასეული ინფორმაცია. ასე რომ, ტვინი როდესაც რაღაცას ივიწყებს, ეს შეიძლება იმას ნიშნავს, რომ ის ცდილობს მეხსიერება გაათავისუფლოს, რომ მან უფრო მნიშვნელოვან საკითხზე მოახდინოს ფოკუსირება.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები