მექსიკაში ტუალეტის ქაღალდის, სახელად „ტრამპის“ გამოშვებას აპირებენ

მექსიკაში უახლოეს მომავალში ტუალეტის ქაღალდს სახელად „ტრამპი“ გამოუშვებენ.
სავაჭრო მარკა ადგილობრივმა ბიზნესმენმა ანტონიო ბატალიამ დაარეგისტრირა, რომელიც ტრამპზე მექსიკის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო განაწყენებულია.
მექსიკის შესაბამისმა სტრუქტურებმა აშშ-ის პრეზიდენტის სახელის გამოყენებაში დარღვევა არ აღმოაჩინა. ტუალეტის ქაღალდი „ტრამპი“ ბაზარზე წელსვე გამოჩნდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები