მეუღლის ემოციური მიმართვა გაუჩინარებულ დავით აბჟანდაძეს – “ღმერთო, არ დამიობლო შვილები”

სოციალური ქსელის მომხმარებელი დიანა მიქაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მის მეუღლეს სამი დღეა ეძებენ.

დიანა მიქაძე აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ფეისბუქ მეგობრებს სთხოვს.

“მეგობრებო, დამეხმარეთ, სამი დღეა მეუღლეს ვეძებთ. გაავრცელეთ გთხოვთ, გამისკდა გული. ცოცხალი არ ჩანხარ და მკვდარი მაინც გიპოვო, სად გიტირო, დათო. რა მეხი დამეცა ჩემს თავს, ღმერთო, არ დამიობლო შვილები, უფალო”,-წერს დიანა მიქაძე.

როგორც “კვირას” დიანა მიქაძემ განუცხადა, მის მეუღლეს, 39 წლის დავით აბჟანდაძეს პოლიცია უკვე ეძებს. მისივე თქმით, მამაკაცი ქუთაისში, პურის ქარხანაში მუშაობდა, თუმცა რა ვითარებაში მოხდა მისი გაუჩინარება, არაა ცნობილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები