მერაბ სეფაშვილი ლევან რატიანს მადლობას უხდის

მომღერალი, მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ლევან რატიანს მადლობას უხდის:
“მადლობა მინდა, ვუთხრა ამ ადამიანს და მთელ მის გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ყოველი ადამიანის გადასარჩენად, ვინც სნეულდება ამ ვირუსით.
სიტყვებით ვერ გამოხატავ, თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე.
ამას ჰქვია ნამდვილი პროფესიონალთა გუნდი. მადლობა, ლევან”, – წერს მერაბ სეფაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები