მელანია ტრამპი მეუღლემ დაბადების დღეზე საჩუქრის გარეშე დატოვა

26 აპრილს, მელანია ტრამპს, დაბადების დღე ჰქონდა, მას 48 წელი შეუსრულდა, მაგრამ მეუღლისგან საჩუქარი არ მიუღია.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ მეუღლისთვის დაბადების დღეზე არაფერი უჩუქებია. ამის შესახებ მან საყვარელ გადაცემაში Fox and Friends ისაუბრა.

“შესაძლოა პრობლემები შემექნას, ძალიან დაკავებული ვარ იმისთვის, რომ საჩუქრები ვეძებო. არ მაქვს საჩუქარი, მაგრამ შესანიშნავი ღია ბარათი ვაჩუქე ყვავილებთან ერთად”, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები