მაცაცო კევლიშვილი: „ავიცერი იმისთვის, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო და არ მინდა გაჩერდეს ჩემი შიშების გამო“

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია, ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს და ყოველდღიურად უარმავი ადამიანი იღუპება. ამ ფონზე ვაქცინაციას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. საზოგადოებისთვოს ცნობილი ადამიანები აქტიურად მოუწოდებენ მოსახლეობას აცრისკენ, რადგან სწორედ ვაქცინაციაა პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი ქმედითი იარაღი.

ვაქცინაციისკენ მოუწოდებს საზოგადოებას ჟურნალისტი მაცაცო კევლიშვილიც და საკუთარ ამბავს წერს, თუ რატომ გადაწყვიტა აცრა.

„რატომ ავიცერი მე?
რომ დავიცვა დედა, რომელიც ასაკშია, რომ დავიცვა ბავშვი, რომლის მოფერებაც მენატრება, რომ შევძლო ვნახო და ჩავეხუტო მეგობრებს, რომლებიც შესაძლოა, ჩემსავით ჯანმრთელები არ არიან. ავიცერი იმიტომ, რომ ვიმოგზაურო და ვიცხოვრო ისე, რომ არ მეშინოდეს, ჩემი აუცრელობით საფრთხე მივაყენო ვინმეს, ვინც ძალიან მიყვარს. ავიცერი იმიტომ, რომ ჩემს ორგანიზმს ჰქონდეს გამძლეობა, იყოს მზად ამ ვერაგი ვირუსის შესახვედრად, ავიცერი იმიტომ, რომ ვიყო ინფექციის ნაკლებად გადამტანი. ავიცერი იმიტომ, რომ გავიმარჯვო ჩემს შიშზე, ვისუნთქო თავისუფლად, ვიმუშაო თავისუფლად და არ ვიყო დამოკიდებული ვინმეზე, თუნდაც სახელმწიფოს დახმარებაზე, მომიაროს ავად მყოფს. ავიცერი იმისთვის, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო და არ მინდა გაჩერდეს ჩემი შიშების გამო.
რატომ აიცერი შენ?
მოგვიყევი, რატომ აიცერი შენ და ჰკითხე შენს 5 მეგობარს”,- წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები