მაშველებმა, ჰასკი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინეს (ფოტო,ვიდეო)

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ორთაჭალის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი გადაარჩინეს.
სტრესის მიუხედავად, ძაღლი მშველელს აგრესიის გარეშე, მოთმინებით ელოდებოდა.
მაშველებმა ძაღლი რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარეს.
გადარჩენილი ჰასკი არ არის იდენტიფიცირებული – არის ძუ, 1-2 წლის, უკეთია წითელი საყელური პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე – 577958555“,- აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

კომენტარები

სხვა სიახლეები