მასწავლებელმა მოსწავლეს მონობის პოზიტიური მხარეების ჩამოთვლა სთხოვა

აშშ -ში, სან ანტონიოს სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა მერვე კლასელ ბავშვებს მონობის პოზიტიური მხარეების ჩამოთვლა დაავალა.
მასწავლებლის ამ დავალებას მშობლების აღშფოთება მოჰყვა.
მომხდარს Twitter-ზე ტეხასის შტატის კონგრესმენიც გამოეხმაურა და მშობლების პოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა.
ამის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები