„მასაჟისტმა ქალმა მოკლა ახალგაზრდა გოგო და არავინ უშველა” – ქუთაისში მომხდარი სასტიკი მკვლელობა

ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე ორი დღის წინ ქუთაისში მომხდარ სასტიკ მკვლელობას სოციალური ქსელით ეხმაურება:

“ეს ქალი, განსაკუთრებული სისასტიკით, დანას ურტყამდა, ახრჩობდა, ჭრიდა, აკივლებდა ახლგაზრდა დედას. ხმა ესმოდა ყველას. დიახ, ყველას, თუმცა არავინ მიეშველა…

მოკლეს, დიახ, მოკლეს… მასაჟისტმა ქალმა მოკლა ახლგაზრდა გოგო.

რა უნდა უქნათ ყველას, ვინც ამ მკველელობას ეზოდან უყურებდა?

ხვალ დილამდე პასუხისგებაში უნდა იყოს ყველა მიცემული. დიახ, ყველა უკლებლივ…

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების  7-დან 15 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს ბუბა ჩივაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები