მარწყვის პანა – კოტა

ინგრედიენტები: ნაღები 20% – 200 მლ; ჟოლო – 200 გრ; ჟელატინი – 1 შეკვრა; შაქარი 100გრ.

მომზადების წესი: ჟელატინი 150 მლ ცივ წყალში გავხსნათ. ნაღები შაქართან ერთად 15 წუთის განმავლობაში ცეცხლზე დავდგათ, თან დროდადრო ვურიოთ, შემდეგ კი ჟელატინი დავუმატოთ. მიღებული მასა ფორმაში ჩავასხათ და მთელი ღამით მაცივარში მოვათავსოთ. მარწყვი შაქართან ერთად ბლენდერში ავთქვიფოთ. როცა ჟელატინი გამაგრდება, მაცივრიდან გამოვიღოთ და მარწყვის სოუსით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები