“მარტო ასეთი სირეგვენის გამოა გასაგდები ეკლესიიდან” – მამა ანდრია მეუფე ნიკოლოზზე

მამა ანდრია სარია სოციალურ ქსელში მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებებს ეხმაურება და შორენა თეთრუაშვილს მიმართავს.

„ეს მავნებელია, შტერი და თან შეგნებულად იდებილებს თავს. მარტო ასეთი სირეგვენის გამოა გასაგდები ეკლესიიდან. ასეთი მეშჩანი და მერკანტილი ეპისკოპოსი რომ გეყოლება, რა სირცხვილია!!!! შორენა, გეხვეწები, შენ მაინც უყიდე „აიფონი“ ამ პატარა ბავშვს, ბოლომდე ნუ გაანადგურებთ ღვთის სახლს!”, – წერს ანდრია სარია სოციალურ ქსელში.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ მან Iphone 11 pro ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით შეიძინა. გარდა ამისა, ტელეფონს ქადაგებების გადასაღებად და საკუთარ „იუთუბ“ არხზე ასატვირთადაც იყენებს.

მეუფემ აღნიშნა, რომ ხვალ მას ერთ-ერთი მაღაზია ,,აიფონ 12-ს” აჩუქებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები