“მაპატიე, თამთა, მეც და ყველას, ვისაც შეგვეძლო და არ დაგიცავით” – ქმარმა ცოლი მოკლა

თურქეთში ქართველმა მამაკაცმა 32 წლის ცოლი მოკლა და ადგილიდან მიიმალა.
როგორც სოციალუირ ქსელში გარდაცვლილი გოგონას, თამთა ჯანჯღავას ახლობლები წერენ, მამაკაცი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.
გარდაცვლილი წარმოშობით სენაკიდან იყო. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

“ეს ულამაზესი გოგო თამთაა! (მიჭირს წარსულში მასზე საუბარი). ვინც მას არ იცნობდით, გეტყვით, რომ თამთა ჯერ კიდევ საოცარი შვილი იყო, სანამ საოცარი დედიკო გახდებოდა თავისი შვილებისთვის! დიახ, თამთა იყო ის შვილი საკუთარ და-ძმაზე ჯერ კიდევ პატარა, დიდი გოგოსავით რომ ზრუნავდა! მერე ?! მერე დედა გახდა და მისი ყველა ფბ პოსტიდან მიხვდებით, რა მაგარი დედა იყო თავისი შვილებისთვის!
დიახ, ადამიანებო, ეს ის თამთაა, მისმა არაადამიანმა ქმარმა თურმე 2 დღის წინ სიცოცხლეს ულმობლად რომ გამოასალმა და ვითომც აქ არაფერი მომხდარაო, ისე რომ გაიხურა კარი და წავიდა!! (იმედია, მოუსავლეთში).
მძულს ამისთანა სამყარო მე! დიახ მძულს! უფლის ნაბოძებ სიცოცხლეს  რომ არაკაცები გართმევენ, იმიტომ!სუსტის დაჩაგვრა რომ ვითომ ,,ძლიერს” შეუძლია იმიტომ! არადა, ძლიერი “კი არა და, ლაჩარი ხარ, ლაჩარი ხარ იმიტომ, რომ ამ სისაძაგლის ჩადენის მერე თვითმკვლელობაც ვერ შეძელი,  იქნებ, ამით მაინც გეშველა საკუთარი ბინძური სულისთვის! იქნებ, ამით მაინც შეგემსუბუქებინა შენი შვილების წინაშე ეს უმძიმესი დანაშაული!მეზიზღება დედაშენისნაირი ქალები, შენნაირ არაადამიან, მკვლელ შვილებს რომ ზრდიან და თავი საუკეთესო დედებად მოაქვთ! თუმცა, დედობაც ზოგისთვის პატივია, ზოგისთვის –  სასჯელი!
მაპატიე, თამთა, მეც და ყველას, ვისაც შეგვეძლო და არ დაგიცავით! ვინც იცოდა და ხმა არ აიმაღლა!! გვიანია, მაგრამ მე მაინც გთხოვ ჩემ წილ პატიებას! ყველა პოტენციური მკვლელია, ვინც 0,1%-ით მაინც ეცდება იმ არაკაცის გამართლებას ნებისმიერი ფორმით! აწი გინდ ფემინოსტობა დამაბრალეთ და გინდა –  ქალთა უფლედამცველობა, მაგრამ ფაქტი ჯიუტი და ძალიან ტრაგიკულია! თამთა აღარ ჰყავს თავის შვილებს, თავის დედმამიშვილებსა და  ახლობლებს!

ჩემო ანგელოზად გაფრენილო თამთუ!იქეთ იმიერში ანათე და ასხივე. აწი, აქვე ვდებ შენს პოსტებს, დიდი გულისტკივილით”, – წერს მეგობარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები