მანიკა ასათიანის პირველი კომენტარი მეუღლის სკანდალთან დაკავშირებით

კალათბურთელი ბექა წივწივაძე ნარკოტიკების გამო დააკავეს. როგორც ცნობილია, ბექა გირაოს სანაცვლოდ უკვე გათავისუფლებულია. სკანდალთან დაკავშირებით მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
“დილიდან საშინელ კომენტარებს ვკითხულობ ბექაზე და ჩემს ოჯახზე. ბექას არც კაცი მოუკლავს, არც „ბარიგაა“ და არც ვინმესთვის მიუყენებია ზიანი თავისი თავის გარდა (თუ არ ჩავთვლით ოჯახის და მეგობრების ნერვიულობას).
რა შეცდომაც დაუშვა და დააშავა, ამაზე უკვე საკმარისად აგო პასუხი და ბოდიშიც მოიხადა. ასე რომ, მოგმართავთ გაბოროტებულ ადამიანებს, მარტო სხვისი ცუდით რომ ხარობთ, თქვენს ცხოვრებას მიხედეთ და იცხოვრეთ მშვიდად!
ცოტა ნაკლებად მეიმედება, რამე ეშველოს იმ ბრბოს, რომელთა გასართობი საშუალება მხოლოდ სოციალურ ქსელში ვინმეს გაკრიტიკებაა, მაგრამ გთხოვთ, რაც რეალობაა, იმაზე რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ და წერეთ… კუდის მობმა არაა საჭირო.
P.S. ჩემო ნამდვილო მეგობრებო, მეც და ბექაც კარგად ვართ… არ ინერვიულოთ”, – წერს მანიკა ასათიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები