მამა პეტრეს უმძიმესი წერილი 19 წლის გარდაცვლილ ბექაზე

მამა პეტრე კოლხი ბათუმის ზღვაში გარდაცვლილ დათა მღებრიშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

“ჩემს მამა თეიმურაზს, ძალიან ნიჭიერს და განათლებულს, უმძიმესი ჟამი დაადგა. დათას შვილივით ზრდიდა. მე მაინც ვიცი, რამდენი ფიქრი, დარდი, მწუხარება, მზრუნველობა ჰქონდა დათას მიმართ. ხან სიბრაზით, ხანაც დაყვავებით ცდილობდა მასთან ურთიერთობის დამყარებას. როგორ უნდოდა, სასურველი შედეგისთვის მიეღწია, მაგრამ ამისთვის?! დათა, შვილო, რატომ გადაწყვიტე, ზღვას გამოერიყა შენი ცხედარი…

დედაშენზე ვერც ვფიქრობ, რა ვუყო მამა თეიმურაზს… რა ვქნა…”, – წერს პეტრე კოლხი.

19 წლის დათა მღებრიშვილს ოჯახის წევრები და მეგობრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მისი ცხედარი დღეს მაშველებმა ბათუმში, ზღვაში იპოვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები