მამაკაცმა ახალნაყიდ სახლში 120 წლის გვირაბი აღმოაჩინა(ფოტო)

ინგლისელმა მამაკაცმა, რომელიც თავის ახალ ნაყიდ სახლში დეკორაციას აკეთებდა, 120 წლის გვირაბი იპოვა.

როგორც გამოცემა THE SUN-ი წერს, ჯეიკ ბრაუნმა აღმოაჩინა, რომ სახლის ერთ კედელს განსხვავებული ტექსტურა ჰქონდა და გადაწყვიტა, კარგად გაერკვია, რა ხდებოდა.

მან ხვრელი გააკეთა კედელში და იქ სხვადასხვა ნივთი იპოვა, როგორიცაა 50 წლის გაზეთი და ადრეული, 1900-იანების დროინდელი ბოთლები.

მალევე ჯეიკი მიხვდა, რომ სივრცე იმაზე უფრო დიდი იყო, ვიდრე – ჩანდა, ამიტომაც საქმეში ისტორიკოსები ჩართო. მათ დაადგინეს გაზეთის გამოცემის დრო და ადგილი კარგად შეისწავლეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები