მამაკაცი უფროსის ფინჯან ყავაში წლების განმავლობაში მასტურბირებდა

აშშ-ს შტატ ნიუ-ჯერსიში მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც გაირკვა, რომ ის წლების განმავლობაში, ყოველ დილით თავისი უფროსის ყავაში მასტურბირებდა.
38 წლის ლუის უილიამსი ბოლო ოთხი წელი ერთ-ერთი საინჟინრო კომპანიის ხელმძღვანელის, ლინდა მურის თანაშემწედ მუშაობდა. მის მოვალეობებში უფროსის ზარებზე პასუხი, მისი განრიგის შედგენა და ასევე, მის მაგიდაზე დილაობით ფინჯანი ყავის დადგმა შედიოდა.
ერთხელაც უფროსთან კამათის შემდეგ, უილიამსმა უამრავი თანამშრომლის წინაშე გაბრაზებულმა აღიარა, რომ ქალის ყავაში მრავალჯერ „მოხვედრილა მისი სპერმა“. როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი აღნიშნავს, ლუის უილიამსი ამაყობდა იმით, რასაც აკეთებდა.
გაბრაზებულმა ასისტენტმა ისიც დასძინა, რომ ამას ყოველ დილას, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, წლების განმავლობაში აკეთებდა. მისი ამ აღიარების შემდეგ, თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს და უილიამსი იქვე დააკავეს.
ბრალდებული სასამართლომ უკვე დამნაშავედ ცნო, შეკრებითობის პრინციპით მას 1070 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

სხვა სიახლეები