მამაკაცი მიიჩნევს, რომ, სინამდვილეში, ძაღლია (ფოტო)

ბრიტანული ქალაქის, სოლფორდის მკვიდრმა, პატარა მაღაზიის მენეჯერმა გადაწყვიტა, ადამიანი-ძაღლი გახდეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი იუწყება. 37 წლის კაზ ჯეიმსი უყეფს მეგობრებსა და ცხოველებს; ურჩევნია, ნივთები კბილებით ატაროს და საჭმელს ძაღლის ჯამიდან მიირთმევს. მას აქვს საბელები და სპეციალური კოსტიუმები თათებითა და ნიღბებით. რეზინისგან დამზადებულ ორ კოსტიუმში მან 400 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ბეწვის კოსტიუმი, რომელიც მის ზომაზე კანადაში შეკერეს, მას 2 ათასი ფუნტი დაუჯდა. „მე არასოდეს ვგრძნობდი თავს ადამიანად. ყოველთვის აღვიქვამდი ჩემს თავს ძაღლად, რომელიც არ აღმოჩნდა თავის ადგილზე“, – ამბობს ჯეიმსი. მამაკაცი მიიჩნევს, რომ ძაღლის ნაკვთები მის ქცევაში ექვსი წლიდან იგრძნობოდა. ის არავის უყვებოდა თავისი გრძნობების შესახებ, სანამ არ იპოვა ადამიანები მსგავსი ინტერესებით. ამასთანავე, ჯეიმსი ირწმუნება, რომ მის ჰობის არაფერი აქვს საერთო ფეტიშიზმთან და არც სექსუალური კონტექსტი აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები