“მალე ერთის ნაცვლად ათასობით ნიკუშა გეყოლება მისახედი და ჩასაცმელი” – მევლუდ მელაძე

ავტომრბოლელი და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მეუღლეს სალომე გველესიანს, რომლის შვილი გასულ წელს ავტოავარიას ემსხვერპლა, ემოციურად მიმართავს და ახალ საქმეში, რომელიც ტანსაცმლის ბრენდს ეხება წარმატებას უსურვებს.

“ერთი რამე მეფიქრებოდა, როგორ უნდა იცხოვროს დედამ რომელმაც 15 წლის შვილი დაკარგა?
არ ვიცი ვისთვის რა არის სიძლიერე, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანი ძლიერი მაშინ ხარ როცა იპოვი გზას რომლითაც შვილზე მზრუნველობას და მის რაღაცა ფორმით ფიზიკურ ყოფას გააგრძელებ.

ვგიჟდები შენზე SalomeGvelesiani როგორღაც მაინც მოახერხე, რომ შვილის ხასიათი და ცხოვრების სტილი ხელშესახები გაგეხადა და მალე ერთის ნაცვლად ათასობით ნიკუშა გეყოლება მისახედი და ჩასაცმელი.
reckless – ესეთი სახელის ქვეშ დაიმალება მწარე რეალობა, ხოლო ფართო საზოგადოებას კი მოგვევლინება თინეიჯერებისთვის განკუთვნილი მოდური, პრაქტიკული და მოქნილი სამოსის სახით”, – წერს მელაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები