მალე დაკუნთული კაცის ბალიშებს გამოუშვებენ

ბალიშები, კაცის დაკუნთული ტორსის გამოსახულებით, რომელიც იაპონიის ხელოვნების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა გამოიგონა, იაპონიაში პოპულარულია. ინფორმაციას SoraNews24 ავრცელებს.

ბალიში გოგოს სადიპლომო ნამუშევარია. კურსდამთავრებულის ფსევდონიმია სირანე. ის იაპონურ დაკიმაკურას ბალიშებს პაროდირებს, რომლებზეც ქალის გამოსახულებაა და ასევე მეტად პოპულარულია ფეტიშისტებში.

სირანე ხუმრობს, რომ დაკუნთული ბალიში ამშვიდებს სულს და ხსნის ემოციურ დაძაბულობას. საკუთარ ქმნილებას მან სახელიც მისცა – „ბალიში-ოპეი“. ოპეი იაპონურად ქალის მკერდს ნიშნავს, თუმცა ჩანაწერის განსაკუთრებულობით ის შეიძლება წაიკითხონ, როგორც კაცი.

მხატვრის ნამუშევარი ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა გამოფენაზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. მას უთხრეს კიდეც, რომ სიამოვნებით შეიძენდნენ ასეთ ბალიშს. მანაც არ დააყოვნა და ქრაუდფონდინგურ სერვისზე, Motion Gallery-ზე ასეთი ბალიშის გამოსაშვებად სახსრების მოძიება დაიწყო.

სირანე 450 ათასი იენის შეგროვებას ფიქრობდა, თუმცა შემოწირულობამ 300 ათასი იენით უკვე გადააჭარბა. თანხის შეკრების დასრულებამდე კიდევ 50 დღე რჩება.

წყარო: https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები