მაიკო კაჭკაჭიშვილის ვაჟი „იქს-ფაქტორის“ აღმოჩენად იქცა

 კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის ვაჟი „იქს-ფაქტორის“ აღმოჩენად იქცა! კაჭკაჭიშვილის ტყუპი ბიჭიდან ერთ-ერთი „იქს-ფაქტორის“ მონაწილეა. მან ჟიურის წევრებზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ნიკა გვარამია და სოფო ნიჟარაძე სცენაზე აცვივდნენ და ასე გამოხატეს აღტაცება. გვარამიამ ხელშიც აიტაცა პატარა, “იქს-ფაქტორის” ფეისბუქის გვერდზე კი ბიჭუნას ფოტოს ასეთი წარწერა აქვს: “იმ უამრავი მიზეზის გარდა, რატომაც „იქს-ფაქტორს“ უნდა უყუროთ, არის ეს ბავშვი! ყველა ერთად ველოდებით 4 აპრილს და პირველი ეპიზოდის ეთერში გასვლას. სრული სიგიჟე გელით”.

კომენტარები

სხვა სიახლეები