მადონა, ვნებიანი კოცნის შემდეგ, ორი წელი სუპერმოდელს დასდევდა

53 წლის ყოფილი სუპერმოდელი ამანდა კაზალეტი, რომელიც მადონას ერთ-ერთ კლიპში ვნებიანად კოცნიდა, აცხადებს, რომ მომღერლის მხრიდან შევიწროვების ობიექტი იყო. მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში მადონა თავს არ ანებებდა, წერილებს სწერდა და შეხვედრებს სთხოვდა. ერთ-ერთ ასეთ წერილში კი, მადონა წერდა, რომ მასზე მშვენიერი ქალი ჯერ არ შეხვედრია.
ამანდა კაზალეტი ორ შვილს ზრდის და სენტ-ოლბანსში მშვიდი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა, ასეთი ცხოვრების დაწყებამდე, უკვე ქორწინებაში მყოფს, რომანი ჰქონდა მადონასთან. 1990 წელს, მადონამ ამანდას კლიპში მონაწილეობის მიღება სთხოვა, სადაც მისთვის უნდა ეკოცნა. კლიპი სიმღერაზე „Justify My Love“ იმდენად სკანდალური და ეროტიული გამოვიდა, რომ MTV-მ მისი გაშვება თავის არხზე დაბლოკა. სწორედ ამ კლიპში გადაღებისას, მადონამ ამანდას ენის გამოყენებით აკოცა და ისიც მას აჰყვა. „მადონა შეპყრობილი იყო ჩემით. იმ დროს ამას არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ როცა უკან, იმ დროში ვიყურები, ვხვდები რომ გამომიყენეს.“-ამბობს კაზალეტი, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რაში მდგომარეობდა მისი გამოყენება.
გასულ წელს კი, ინტერნეტ-აუქციონზე გამოჩნდა წერილი, რომელშიც მადონა ამანდას სიყვარულში უტყდება. სწორედ ამ წერილში წერს მომღერალი მოდელს, რომ ის ყველაზე ლამაზი ქალია მსოფლიოში. პირველად მადონამ ამანდა ჟან პოლ-გოტიეს ჩვენებაზე შეამჩნია. იმ დროს გოგონა ცნობილი დიზაინერის მუზა იყო. როდესაც მოდელი გადასაღებ მოედანზე მივიდა, ის მაშინვე გააფრთხილეს, რომ მადონას კოცნა მოუწევს, რისი წინააღდეგიც ის არ ყოფილა, რადგან იმ მომენტისთვის, თავს ბისექსუალად თვლიდა. გადაღებების შემდეგ კი, მადონასგან სასიყვარულო წერილების ცვენა დაიწყო. ერთ-ერთ წერილში ის წერს -„მე ვიცი, რომ შენ გათხოვილი ხარ და ფეხმძიმედ ხარ. არ შემიძლია ავხსნა, რატომ ვარ ასე შენით შეპყრობილი, მაგრამ ეს ასეა.“

კომენტარები

სხვა სიახლეები