„მადლობა მამა ექვთიმე“ – სასულიერო პირმა გია მაისაშვილი აზიარა (ფოტო)

პოლიტოლოგი გია მაისაშვილი მამა ექვთიმემ საავადმყოფოში აზიარა.
შესაბამისი ფოტო გია მაისაშვილის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
„მადლობა მამა ექვთიმე“ – აღნიშნულია გია მაისაშვილის ფეისბუქ გვერდზე.
მანამდე აღნიშნულ გვერდზე შემდეგი სახის პოსტი გავრცელდა.
„მოგესალმებით ყველას.გვინდა გაცნობოთ რომ ბოლო დროს გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის. ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითოეულ მის გულშემატკივარს გადმოგცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხნევებელი, და რაც მთავარია უზომო ენერგიის მიმცემი“, –აღნიშნულია პოსტში.

კომენტარები

სხვა სიახლეები