ლიკა შუბითიძე “გრემის” კონკურსანტია

ქართველი მომღერალი  ლიკა შუბითიძე “გრემის” მუსიკალურ კონკურსის მონაწილეა. ამის შესახებ, ის ფეისბუქის საკუთარ  გვერდზე  წერს: “ჩემო მეგობრებო, მეგობრების მეგობრებო, მეგობრების მეგობრების მეგობრებო… კონკურსებისადმი ჩემი დაუოკებელი მიდრეკილების შედეგად, გამოვქექე Grammy-ს ეს ონლაინკონკურსი და, რა თქმა უნდა, გავწევრიანდი ჩემი სიმღერით: U say… I say… სიმღერა შეგიძლიათ, ამ ლინკზე მოისმინოთ: grammyamplifier.com/artists/submission/u-say-i-say“.

იმისათვის, რომ ქართველ შემსრულებელს მხარი დაუჭიროთ და გამარჯვებაში დაეხმაროთ, შემდეგი ნაბიჯები უნდა გაითვალისწინოთ:

1. ბმულზე მოძებნეთ Amplify on გრაფა, რომელიც მუსიკალური პლეიერის მარჯვნივ მდებარეობს;
2. გრაფაში სამი გასაზიარებელი ბმულია: Facebook-ი, Twitter-ი და Tumblr-ი. სიმღერა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში უნდა გააზიაროთ;
3. უკვე გაზიარებულის “გადაზიარება” და მოწონება ახალ ხმად არ ითვლება. ამიტომ, ზემოთ მოცემული ორი ეტაპი დამოუკიდებლად უნდა გაიაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები