ლელა წურწუმიას გერმანიაში დაგეგმილი კონცერტი ჩაიშალა

ლელა წურწუმიას კონცერტი მიუნხენში ჩაიშალა. მიზეზი კი ორგანიზატორების მიერ პირობების შეუსრულებლობა გახდა. ამის შესახებ მომღერლის მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი თავისი ფეისბუქის გვერდზე წერს:
„ძვირფასო ემიგრანტებო! განსაკუთრებულად ველოდებოდით თქვენთან შეხვედრას მიუნხენში, გულწრფელად გვინდოდა თქვენთვის საყვარელი და მონატრებული სიმღერების შემოთავაზება, ბოლო წუთამდე არ ვკარგავდით იმედს რომ შეგხვდებოდით, ბოლო წუთამდე ველოდეთ ორგანიზატორის მხრიდან თვითმფრინავის ბილეთებს და სასტუმროს ჯავშანს (ჰონორარზე აღარააა საუბარი) , წესით 21-ში გამთენიისას უნდა გამოვფრენლიყავით, მაგრამ პირობების შესრულება არ მოხდა.. ამიტომ ძალიან გვწყინს, რომ ამ ეტაპზე ვეღარ შეგხვდებით გერმანიაში მცხოვრებო ჩემო საყვარელო თანემემამულეებო, კონცერტი, რომელიც თქვენთვის მზადდებოდა, სამწუხაროდ, აღარ შედგება.
ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცადეთ , ჩვენი რესურსებით, სარეკლამო რგოლით, სადაც ლელას მიმართვააა, ჩვენი და ჩვენი მეგობრების გვერდებზე კონცერტის რეკლამის დაშეარებით, დავხმარებოდით კონცერტის ორგანიზატორს, რაც გვთხოვა, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენ შეგვეძლო, საქართველოდან გაგვეკეთებინა…“ -წერს მამულიჩა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები