ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება – რა ელის მსოფლიოს?

ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ „ფეისბუქ-გვერდზე“ საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოსტი ვრცელდება.

საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გთავაზობთ ქალბატონი ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომელთა ასრულება დაიწყო და გაგრძელდება.

აქვე მითითებულია გაზეთების ის ნომრები, რომლებშიც ეს ჩანაწერებია გამოქვეყნებული, რათა მავანმა, ზოგადმა ნელი ცხაკაიებმა, თუ მოისურვეს, საიტზე განთავსებულ გაზეთებში გადამოწმება შეძლონ.
„გაზეთი N5 – 1996 წელი, 17 მარტი, დღის 12 საათი. ერთი მომენტი ევროპაში მუსლიმები მომაგრდებიან და დაიწყებენ ხმაურიან ქმედებებს. მათ საფრანგეთი ნოკაუტში ჩააგდებს… ისეთი დაპირისპირებები წავა, რომ არც-ერთი ორგანიზაცია არ იარსებებს, რომელიც ხმას აიმაღლებს – დემოკრატიულ ხმას, საფრანგეთის ამ ქმედებების წინააღმდეგ.
გაზეთი N13 – 2005 წელი, 22 ნოემბერი – საფრანგეთში ფრანგები მიტინგებს მართავენ ლოზუნგით „საფრანგეთი ფრანგებისაა და არა მუსლიმების!“ იწყება დიდი რეპრესიები. მუსლიმებს განდევნიან ევროპიდან… შავკანიანებსაც მიაყოლებენ. ევროპა, ასე ვთქვათ, დასუფთავდება.
გაზეთი N 49 – 2010 წელი, 1 აგვისტო, ურეკი. – ვხედავ მიმავალში ევროპის ულამაზესი ხიდი უნდა დაინგრეს. ეს ხიდი კი საფრანგეთშია. ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება. ყველას ერთი აზრი აქვს, რომ ეს ტერორი განხორციელდა მუსლიმების მხრიდან. ეს კი იმის პასუხად, რაც საფრანგეთის მთავრობა მუსლიმების წინააღმდეგ კანონების გატარებას აპირებს, თუმცა, მერე იტყვიან, რომ ეს სიძველის გამო მოხდა, ვინაიდან არ უნდა საფრანგეთის მთავრობას თავისი სისუსტის გამოჩენა და ვხედავ, ყველაფერს მიჩქმალავენ. ძველ ხიდსაც აღადგენენ. მაგრამ ეს ფაქტი ასე უბრალოდ არ წაიშლება. საფრანგეთის მტავრობა იწქყებს დიდ პოლიტიკურ თამაშს მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ, შემოიღებენ კანონებს, რომლის დაკანონებასაც ვერ ახერხებდნენ პოლიტიკურ გარემოებათა გამო, ახლა კი ამ შემთხვევამ, ვხედავ, ხელ-ფეხი გაუხსნა მათ და კანონების დიდი კორიანტელია.
ყველაფერს, რისი სურვილიც ჰქონდათ, აკანონებენ და ამას ხელს ვერავინ შეუშლის. ასეთი ვანდალიზმი უნდა აღიკვეთოს კანონებით. ეს დემოკრატიული გზაა და ამას მთელი ევროპა დაუჭერს მხარს. მომავალში ვხედავ, ევროპაში ევროპელებზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს. ეს ევროპელებისთვის დიდი ტრაგედიაა, თუ ღიად არ იმოქმედეს, მალე ევროპა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ყველაფერი კი საფრანგეთიდან დაიწყება“, – წერს კაკულია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები