ლევან ჩხეიძე: „ადამიანს არ აქვს უფლება, კონსპირაციულ თეორიებს აყოლილმა საკუთარი თავი აქციოს ბაქტერიოლოგიურ მოსიარულე ბომბად და საფრთხე შეუქმნას სხვის ჯანმრთელობას“

„ადამიანს არ აქვს უფლება, კონსპირაციულ თეორიებს აყოლილმა საკუთარი თავი აქციოს ბაქტერიოლოგიურ მოსიარულე ბომბად და საფრთხე შეუქმნას სხვა ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ლევან ჩხეიძე სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ანტივაქსერულ კამპანიას ეხმიანება.

„ადამიანს აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი. მეტიც, ადამიანს აქვს უფლება, უარი თქვას ჯანმრთელობაზე და არ იყოს ჯანმრთელი, მაგრამ ადამიანს არ აქვს უფლება, კონსპირაციულ თეორიებს აყოლილმა საკუთარი თავი აქციოს ბაქტერიოლოგიურ მოსიარულე ბომბად და საფრთხე შეუქმნას სხვა ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას”, – წერს ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები