ლალი მოროშკინა: მაინც არ მოგასვენებთ გარდაცვლილი ბიჭების სულები

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ხორავას ქუჩაზე მომხდარი გარჩევის მონაწილე ახალგაზრდების მშობლებს მიმართავს და მოუწოდებს შვილები პროკურატურაში მიიყვანონ.
შესაბამის პოსტს მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
“ამ საზარელი ტრაგედიის მონაწილე ყველა მშობელმა მოკიდეთ თქვენს დამნაშავე შვილებს ხელი და მიიყვანეთ პროკურატურაში!
მაინც არ მოგასვენებთ გარდაცვლილი ბიჭების სულები, ნუ გადააყოლეთ ქვეყანა პირად კეთილდღეობას”, – წერს ლალი მოროშკინა.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები