კურიოზი პირდაპირ ეთერში და დაბნეული წამყვანი (ვიდეო)

ტელეარხ WMUR-TV-ზე ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას კადრში მოულოდნელად ძაღლი გამოჩნდა, რომელმაც ტელეწამყვანი დააბნია. სახალისო შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მანჩესტერში მოხდა.
„ჩემს უკან ძაღლია“, – აღნიშნა გაოცებულმა ტელეწამყვანმა.

ოთხფეხა არსებამ სტუდიაში გადაცემის მსვლელობისას გაიარა და კამერის ობიექტივში შემთხვევით აღმოჩნდა. ძაღლს ბელა ჰქვია და მისი მეპატრონე ტელეარხის ერთ-ერთ თანამშრომელი აღმოჩნდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები